ვარკეთილში „ნიკორას“ მაღაზია დააყაჩაღეს - დაჭრილია დაცვის თანამშრომელი

საქართველო, თბილისი - 13:46 | 01.12.2015
ნანახია: 2267

შემთხვევა მოხდა თბილისში - ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში "ნიკორას" მაღაზია დააყაჩაღეს.  შემთხვევის შედეგად, დაცვის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. მას შვიდი ტყვია აქვს მოხვედრილი. 
უცნობია, დააკავეს თუ არა პირი და რა რაოდენობის თანხა აქვს წაღებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე