მეგან მარკლის საპატარძლო კაბის ორიგინალობაში ეჭვი შეიტანეს

საქართველო, თბილისი - 16:19 | 28.05.2018
ნანახია: 2176

 

 

ახალზელანდიური წარმოშობის ბრიტანელმა მოდელიორმა ემილი უკსტედმა განაცხადა, რომ სასექსის ჰერცოგინიას მეგან მარკლის საპატარძლო კაბა, რომელიც ფრანგული მოდის სახლის Givenchy-ის წარმომადგენელმა შექმნა, მისი კოლექაციის ერთ-ერთი კაბის იდენტურია. ამის შესახებ The Independent-ი იუწყება.

 „მისი კაბა ჩვენი ხაზის კაბის იდენტურია. ბევრმა კომენტატორმა უკვე დაწერა, რომ ის ემილი  უიკსტედის დიზაინია“- აღნიშნა მოდელიორმა.

უფრო მეტიც, უიკსტედს არ მოეწონა კაბის დგომა მეგანის ტანზე. „თუ ირჩევთ უბრალო თარგს, კაბა იდეალურად უნდა იჯდეს ფიგურაზე. მისი კაბა საკმაოდ თავისუფალი იყო“ - გააკრიტიკა მან დიზაინერი.

ცოტა ხნის წ ინ გაირკვა თუ რატომ მიანიჭა მეგანმა უპირატესობა სწორედ Givenchy-ს. კაბის ავტორი კლერ უეიტ კელერი ფემინისტი და გენდერული თნასწორობის მედგარი დამცველია. მარკლმა გადაწყვიტა კელერისთვის ამ სახით მხარი დაეჭირა და ქალი დიზაინერების მიმართ თავისი პატივისცემა გამოეხატა.

 
 
 
 

პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე