ნიდერლანდები და ავსტრალია უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსეთს ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 16:36 | 25.05.2018
ნანახია: 902

ნიდერლანდები და ავსტრალია  2014 წელს დონეცკში მალაიზიური თვითმფრინავის Boeing 777-200-ის ჩამოგდებაში რუსეთს ოფიციალურად ადანაშულებენ. ქვეყნები დარწმუნებულნი არიან, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკი“, რომლითაც მოხდა თვითმფრინავის ჩამოგდება, კურსკში ბაზირებულ რუსეთის საზენიტო-სარაკეტო ძალების 53-ე ბრიგადას ეკუთვნოდა.

 „დასკვნებიდან გამომდინარე, ნიდერლანდები და ავსტრალია დარწმუნებულნი არიან, რომ პასუხიმგებლობა ეკისრება რუსეთს „ბუკის“ გამოყენებზე, რომელიც MH17-ის ჩამოსაგდებად იყო გამიზნული“, - ნთქვამია ბი ბი სის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ამ მომენტისთვის ნიდერლანდების ხელისუფლება ემზადება მომდევნო ნაბიჯებისთვის პასუხისგებაში რუსეთის მისაცემად.

მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა, დონბასში 2014 წელს ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ნიდერლანდების მოქალაქე იყო. რუსეთი საქმესთან კავშირს უარყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე