ჰარვი ვაინშტაინი დაკავებულია

საქართველო, თბილისი - 16:19 | 25.05.2018
ნანახია: 914

ჰოლივუდის ყოფილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი ნიუ-იორკის პოლიციას ჩაბარდა. მას ბრალი სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში ედება.

CNN -ის ცნობით, სასამართლო ხსდომა დღეს გაიმართება. ვაინშტაინის წინააღმდეგ საქმეს აშშ და დიდი ბრიტანეთი აწარმოებს.

გასული წლის ოქტომბერში ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში ათობით ქალმა დაადანაშულა. პროდიუსერს ბრალი ანჯელინა ჯოლიმ, გვინეთ პელტროუმ, კარა დელევინმა, აზია არჯენტომ, როუზ მაკგოუნმა, ლუსია სტოლერმა, მირა სორვინომ, როზანა არკეტმა, ეშლი ჯადმა და სხცა ქალებმა დასდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე