ემანუელ მაკრონმა რუსეთს ევროპული ქვეყანა უწოდა

საქართველო, თბილისი - 15:48 | 25.05.2018
ნანახია: 1350

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მიაჩნია, რომ რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს, რუსეთისა და ევროპის ურთიერთობის ისტორიული და სტრატეგიული ხედვა გააჩნია.

"ის რაც მე მას გუშინ ვუთხარი, სტრატეგიული მოქმედების ჩარჩოებში რუსეთი უნდა იყოს მიბმული ევროპაზე. რუსეთი - ევროპული ქვეყანაა“ - განაცხადა მაკრონმა "bfmtv"-ის ეთერით სიტყვით გამოსვლისას.

"ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვლადიმერ პუტინს აქვს ისტორიული და სტრატეგიული ხედვა რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობის შესახებ, მას აქვს საკუთარი ისტორია და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს, რათა მოვახდინოთ საკითხის პოზიცირება“ - დასძინა მაკრონმა.

ცნობისთვის, მაკრონი რუსეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე