შვედეთში ორმხრივი თანხმობის გარეშე სექსი აიკრძალა

საქართველო, თბილისი - 13:23 | 25.05.2018
ნანახია: 865

შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მოქალაქეებს ავალდებულებს წინასწარ მიიღონ თანხმობა პარტნიორისგან მასთან სქესობრივი ურთიერთობის შესახებ. კანონის თანახმად, მამაკაცს ან ქალს მოეთხოვება ვერბალური ან ფიზიკური თანხმობის მიღება.

თანხმობის გარეშე ინტიმური კავშირი, მაშინაც კი თუ ძალა და მუქარა არ გამოიყენება, ამიერიდან ძალადობას გაუთანაბრდება.

შვედეთში შესაბამისი კანონი ძალაში 2018 წლის 1 ივლისიდან შევა. ამის შესახებ  BBC-ი იტყობინება.

როგორც დოკუმენტის ტექტსშია აღნიშნული, ის პირები, რომლებიც სექსით დაკავებას აპირებენ, სიტყვიერი ან ფიზიკური სიგნალის მეშვეობით უნდა დარწმუნდნენ, რომ პარტნიორი მასთან სექსის წინააღმდეგი არ არის.

პროკურორები კი ძალადობის ნიშნების მოძებნას არ შეუდგებიან იმისათვის, რომ დანაშაული დაამტკიცონ - უბრალოდ დადგენილი იქნება ორმხრივი თანხმობის ფაქტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე