ირლანდიაში აბორტების ლეგალიზაციის შესახებ რეფერენდუმი იმართება

საქართველო, თბილისი - 12:52 | 25.05.2018
ნანახია: 688

დღეს ირლანდიაში აბორტის დაკანონების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება.

რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება ირლანდიის მთავრობამ იანვრის ბოლოს მიიღო.

ქვეყნის მოსახლეობას მოუწევს პასუხი გასცეს კითხვაზე, სურთ თუ არა მათ შეიტანონ ირლანდიის კონსტიტუციაში მერვე შესწორება აბორტების აკრძალვასთან დაკავშირებით და გახადონ პარლამენტი პასუხისმგებელი აბორტის ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტის შემუშავებაში.

თუკი რეფერენდუმი მიიღებს გადაწყვეტილებას მერვე შესწორების გაუქმების შესახებ, მაშინ ირლანდია იღებს უფლებას შეწყვიტოს ორსულობა 12 კვირამდე. ხოლო 24 თვემდე აბორტის გაკეთების უფლება მიეცემათ მხოლოდ იმ ქალებს, რომელთვისაც მშობიარობა ჩაითვლება სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე