ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება - ლიეტუვა დამკვიდრდა

საქართველო, თბილისი - 12:31 | 25.05.2018
ნანახია: 1089

ამიერიდან, ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება - ლიეტუვა (Lietuva) დამკვიდრდა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ექსპერტთა კომისიის 11 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად გასცა.

"აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საპასუხო მეგობრულ ჟესტს მიმდინარე წლის 3 მაისს, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის მიერ, ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრებაზე, რაც გახლდათ ლიტვის მხარის მორიგი მეგობრული ნაბიჯი საქართველოსადმი.

როგორც ლიტვის ასევე საქართველოს გადაწყვეტილებები უაღრესად სიმბოლურია, ვინაიდან წელს ლიტვამ სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავი იზეიმა, ხოლო საქართველო სწორედ მაისის თვეში აღნიშნავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავს", - აღნიშნავენ უწყებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე