რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 10:44 | 25.05.2018
ნანახია: 1717

ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაკავებულია სოფელ ფლავის მკვიდრი 22 წლის მამაკაცი, ის ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. 

სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე