მე არ ვარ ანატომი - კარასინი ტატუნაშვილის ცხედრიდან ორგანოების მოპარვის შესახებ

საქართველო, თბილისი - 16:11 | 24.05.2018
ნანახია: 1685

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ცხინვალის ციხეში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრიდან ორგანოების მოპარვის შესახებ განაცხადა, რომ ამ თემებზე  მსჯელობა არ შეუძლია, რადგან ანატომი არ არის. "მე არ ვარ ანატომი, არ შემიძლია ამ თემებზე მსჯელობა", - აღნიშნა მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ. 

კარასინმა ტატუნაშვილის მკვლელობას, „გარდაცვალების სამწუხარო ფაქტი" უწოდა, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს.

"ტატუნაშვილის გარდაცვალებას რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა, ტრაგედიაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ესეთი შემთხვევა აღარ განმეორდეს და ჩვენ ამას გავაკეთებთ.

მისი თქმით, ასეთი საკითხები საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოლაპარაკებებზე უნდა განიხილებოდეს.

"ასეთი საკითხები უნდა განიხილებოდეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის პირდაპირი კონტაქტით, მით უმეტეს რომ ჩვენ გვაქვს შექმნილი ინციდენტების პრევენციის მექანიზმები და ეს საკითხები ამ შეხვედრების ფარგლებში იქნა განხილული, ისევე როგორც ჟენევაში", - განაცხადა კარასინმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე