იმისთვის, რომ ჭეშმარიტი ჰერცოგინია გახდეს, მეგან მარკლს 6-თვიანი მომზადება დასჭირდება

საქართველო, თბილისი - 13:48 | 24.05.2018
ნანახია: 1661

 

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ გადაწყვიტა, რომ მეგან მარკლი ბოლომდე მზად არ არის სასექსის ჰერცოგინიას როლისთვის. იმისთვის, რომ შვილიშვილის ცოლი სამეფო მოვალეობებისთვის უკეთ მაომზადოს, მონარქმა მეგანს თავისი მრჩეველი 49 წლის სამანტა კოენი მიუჩინა. 

სწავლება 6 თვეს გაგრძელდება. ეს მარტივი ამოცანა არ არის. თუმცა თავის თავზე ყოველდღე ის ადრეც მუშაობდა. ის მიჩვეულია ასეთ გრაფიკს", - განუცხადა წყარომ მეგანის შესახებ გამოცემა Times-ს.

მის უმაღლესობას სჯერა, რომ სამანტა მეგანისა და ჰარისთვის ახალი ცხოვრების პირველ თვეებში შესანიშნავი გიდი იქნება. გამოცდილი მრჩეველი ყოფილ მსახიობს სამეფო ოჯახის წესებს შეასწავლის.

ჰარისა და მეგანს თაფლობის თვე არ ექნება. მათი გრაფიკი წინასწარ ერთი წლით უკვე გაწერილია. მეგანი მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადსახვა საქველმომქედო ღონისძიებებს დაესწრება.

 

სამანტა კოენი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე