4 დაღუპული და 26 დაჭრილი - ესპანეთში პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა

საქართველო, თბილისი - 13:35 | 24.05.2018
ნანახია: 803

ესპანეთში, პონტევედრას პროვინციაში პიროტექნიკის საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. დაჭრილთა შორის შვიდი ბავშვია,

შემთხვევის ადგილის სიახლოვეს მდებარე რამდნიმე შენობა დაზარალდა. მეზობელი სახლები და პარკირებული ავტომობილები სერიოზულად დაზიანდა.

ადგილობრივების თქმით, მათი რაიონი საბრძოლო მოქმედებების ზონას გავს. ადგილზე მეხანძრეები, პოლიციელები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. აფეთქების მიზეზები დგინდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე