ბუფონს პსჟ-ში გადასვლასთან დაკავშირებით მოფიქრებისთვის კიდევ ერთი კვირა სჭირდება

საქართველო, თბილისი - 13:24 | 24.05.2018
ნანახია: 1328

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა პსჟ-ში მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა.

 „შემომთავაზეს წინადადება და ახლა მე ერთი კვირა მჭირდება, რათა ყველაფერი მშვიდად გავაანალიზო და მოვიფიქრო. ეს რთული არჩევანია. როდესაც უკვე 40 წლის ხარ გადაწყვეტილების მიღება ცხელ გულზე არ შეიძლება“, - ციტირებს ბუფონის Football Italia.

პსჟ-მ ბუფონს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. თანხმბოს შემთხვევაში ლეგენდარული გოლკიპერი ახალ კლუბში წელიწადში 8 მლნ ევროს ოდენობის ხელფასს მიიღებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე