მუსულმანმა ჰომოსექსუალმა წყვილმა ქორწილში ეროვნული სამოსი მოირგო

საქართველო, თბილისი - 12:33 | 24.05.2018
ნანახია: 1783

 

24 წლის ჯაედ ჩოუდჰური ბანგლადეშში ჩვეულებრივ მუსულმანურ ოაჯახში დაიბადა, ბავშვობიდან ხვდებოდა, რომ ისეთი არ იყო, როგორც სხვა ბიჭები.

ჯაედს არ უყვარდა ფეხბურთი, სამაგიეროდ მოსწონდა შოუები მოდის შესახებ. სკოლაში ბიჭს დასცინოდნენ, სახლში კი მამა მასზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა. ხვდებოდა, რომ მისი ვაჟი განსხავებული იყო და ცდილობდა მისითვის გოგონა მოეძებნა. უცვლიდა სკოლებს და სალოცავადაც კი გაგზავნა. თუმცა ამაოდ. წერს Life-fb-ი.

ჯაედი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, მაგრამ იქაც ბევრ პრობლემას წააწყდა. დროთა განმავლობაში ჯაედს თვითმკვლელობის სურვილი უმძაფრდებოდა. ერთხელ ის პარკში იჯდა და თავის უიღბლობას დასტიროდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა და დახმარება შესთავაზა. ის 19 წლის შონ როგანი იყო, რომელიც შემდეგ ჯაედის მეუღლე გახდა.

ჯაედსა და შონს ქორწილში ტრადიციული მუსულმანური სამოსი ეცვათ. „ამ სახით მინდა ვაჩვენო რომ ყველა გარშემომყოფების აზრისთვის მიმიფურთხებია. ჩემი ოჯახი დღემდე მიიჩნევს, რომ ეს ავადმყოფობაა, რომლის განკურნებაც შეიძლება. მინდა ყველას, ვინც ჩემს გზას გადის, ვუთხრა - ყველაფერი რიგზეა. ჩვენ გვინდა მსოფლიოს ვუთხრათ, რომ შეგიძლიათ ერთდროულად იყოთ ჰომოსექსუალიც და მუსულმანიც“, - ამბობს ჯაედი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე