მეგან მარკლის კაბა 30 დოლარად იყიდება

საქართველო, თბილისი - 11:55 | 24.05.2018
ნანახია: 3048

ბრიტანული ონლაინ-მაღაზია Boohoo ყიდის სასექსის ჰერცოგინიას მეგან მარკლის კაბის ასლს, რომელიც მას 19 მაისს საღამოს წვეულებაზე ეცვა. ამის შესახებ Metro იუწყება.

Boohoo-ს საიტზე კაბა სამ ფერშია წარმოდგენილი: თეთრ, წითელ და იასამნისფერ ფერებში. მისი ღირებულება კი მხოლოდ 30 დოლარს შეადგენს.

ქორწილის ოფიციალურ ცერემონიაზე მეგან მარკლს ფრანგული მოდის სახლის Givenchy-ს კაბა ეცვა, რომელიც ფემინისტმა დიზაინერმა კლერ უეიტ კელერმა შექმნა. საღამოს სამოსი კი ბრიტანელ მოდელიორს სტელა მაკარტნის ეკუთვნის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე