ახალი ზელანდიის სანაპიროზე რვა ვეშაპი გამოირიყა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 24.05.2018
ნანახია: 1655

ახალი ზელანდიის სანაპიროზე რვა ვეშაპი გამოირიყა. გაზეთ New Zealand Herald-ის ცნობით, ყველა ძუძუმწოვარი დაიღუპა.

ბუნების დაცვის დეპარტამენტის თანამშროლებმა მომხდარს უჩვეულო უწოდეს და განაცხადეს, რომ როდესაც ადამიანები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ყველა ვეშაპი უკვე მკვდარი იყო.

ხელისუფლებამ სპეციალისტები გამოიძახა, რათა დადგინდეს ზღვის ცხოველების დაღუპვის მიზეზები.

მსგავსი ბოლო შემთხვევა ახალ ზელანდიაში 2003 წელს მოხდა, როდესაც ნაპირზე 12 ვეშაპი გამოირიყა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე