იტალიაში მატარებელი სავტირთო ავტომობილს დაეჯახა - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 10:46 | 24.05.2018
ნანახია: 783

იტალიაში სამგზავრო მატარებელი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 15 ადამიანი. ინციდენტი ტურინის  ჩრდილოეთით მოხდა.

ავტომობილის მძღოლმა ლიანდაგზე გადასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მატარებლის მოახლოების სიგნალი გაისმა.

შეჯახების შედეგად მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ადგილზე  მაშველები მუშაობენ. უამრავი მგზავრი მძიმე მდგომარეობაშია და დამოუკიდებლად ვაგონების დატოვებას ვერ ახერხებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე