საქართველო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში დაწინაურდა

საქართველო, თბილისი - 18:14 | 23.05.2018
ნანახია: 1489

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტების TOP-50-ში საქართველოცაა. საქართველო ამ რეიტინგში თურქეთთან ერთად 49-ე ადგილს იყოფს. საქართველოს პასპორტით უვიზოდ შესვლა, ან გამარტივებულად 111 ქვეყანაშია შესაძლებელი.

საკონსულტაციო კომპანია Henley-ზედაყრდნობით,  პასპორტების ინდექსის მიხედვით 2018 წელს მსოფლიოში ყველაზე „ძლიერ“ პასპორტს იაპონია ფლობს. ინდექსის მიხედვით მეორე ადგილზე სინგაპური და გერმანია, ხოლო მესამე ადგილზე სამხრეთ კორეა,  ფინეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და შვედეთი გახლავთ.  რეიტინგში რუსეთი 47-ე ადგილზეა, თურქეთი 49-ე ადგილზე, აზერბაიჯანი მე-70-ე ადგილზე, ხოლო სომხეთი 74-ე ადგილზე.

აღსანიშნავია, რომ პასპორტების ინდექსები ყველაზე მეტ ქვეყანაში უვიზოდ ან გამარტივებული სავიზო რეჟიმის მიმოსვლით ისაზღვრება.

შეგახსენებთ, 2017 წლის ინდექსში საქართველოს პასპორტს 53-ე ადგილი ეკავა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე