უილ სმიტი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნს შეასრულებს

საქართველო, თბილისი - 15:55 | 23.05.2018
ნანახია: 2111

უილ სმიტი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ ჰიმნს შეასრულებს. როგორც Vibe იუწყება, მახიობს შეუერთდება ნიკი ჯემი და კოსოველი მომღერალი ერა ისტრიფი.

შესრულებაზე იმუშავებს ამერიკელი მუსიკალური პროდიუსერი დიპლო. სიმღერას 25 მაისს წარადგენენ.

უილ სმიტმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო ნიკი ჯემთან ერთად, რომელსაც ხელში ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი უჭირავს. ფოტოს აღწერაში სმიტი წერს: „ნიკი ჯემი - დიპლო - ისტრეფი - უილ სმიტი. ვცოცხლობთ მხოლოდ ერთხელ. მოდით ვიცხოვროთ სრულყოფილად“. სამსახიობო კარიერის დაწყებამდე 1980-იანი წლების ბოლოს უილ სმიტი წარმატებული რეპერ-შემსრულებელი იყო.

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე