65 წლამდე ქალი სახლის დალაგებისთვის საშუალოდ 1 წელსა და 73 დღეს ხარჯავს
საქართველო, თბილისი - 15:34 | 23.05.2018 ნანახია: 161965 წლამდე ქალს სახლის დალაგებაზე, საშუალოდ, 1 წელი და 73 დღე აქვს დახარჯული, კაცს კი - მხოლოდ 28 დღე, აღნიშნულ შედეგებს “აიფიემ კვლევები“ ავრცელებს, რომელმაც საქართველოს მასშტაბით, 1000 ადამიანი გამოკითხა, რათა გაერკვია, რა დროს ხარჯავენ ადამიანები ისეთ აქტივობაზე, როგორიც სახლის დალაგებაა.
“აიფიემ კვლევების” ინფორმაციით, ამ საოჯახო საქმიანობის გადანაწილება, როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადად, ქალებზე ხდება. კვირაში მინიმუმ ერთხელ, სახლის დალაგებით ქალ რესპონდენტთა 95% არის დაკავებული. მაშინ, როცა ამ სიხშირით კაცების მხოლოდ 16% ალაგებს სახლს.
როგორც აღმოჩნდა, სახლის დალაგებაში ყველაზე მეტ დროს 45-54 ასაკობრივი კატეგორიის ქალები ხარჯავენ, ყველაზე მცირე დროს კი 35-44 წლის კაცები (შესაბამისად, წელიწადში, საშუალოდ, 14 დღე და 0,1 დღე). კაცებში სახლის დალაგებაზე დახარჯული დრო, სხვადასხვა ასაკში უმნიშვნელოდ იცვლება.
ყველაზე ნაკლებად, სახლის დალაგებით, ქალები 18-24 წლის ასაკში არიან დაკავებულები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ასაკის ქალების დახარჯული დროც კი, მნიშვნელოვნად აღემატება 45-54 წლის ასაკის კაცების მიერ სახლის დალაგებაში დახარჯულ ყველაზე დიდ დროს. რომ დავაზუსტოთ, 18-24 წლის ქალები წლის განმავლობაში სახლის დალაგებაში 7,6 დღეს ხარჯავენ, ხოლო 45-54 ასაკობრივი კატეგორიის კაცები - 0.9 დღეს.
თუ ამ საქმიანობაზე დახარჯულ დროს მთელი ცხოვრების განმავლობაში დავითვლით, აღმოჩნდება, რომ ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, 65 წლამდე ქალს სახლის დალაგებაზე, საშუალოდ, 1 წელი და 73 დღე აქვს დახარჯული, კაცს კი - მხოლოდ 28 დღე.
„აიფიემ კვლევებს“ მსგავსი გამოკითხვა 2006 წელსაც აქვს ჩატარებული. სქესის მიხედვით ანალიზმა აჩვენა, რომ ამ აქტივობასთან მიმართებით გენდერულ როლებს ცვლილება პრაქტიკულად, არ განუცდიათ. კაცების მიერ სახლის დალაგებაზე დახარჯული დრო უმნიშვნელოდ არის გაზრდილი 45-54 წლის კაცებში.
საინტერესოა ბოლო 12 წელში სახლის დალაგებაზე ქალების მიერ დახარჯული დროის ცვლილებაც. 2006 წელთან შედარებით, 2018 წელს მათ მიერ სახლის დალაგებაზე დახარჯული დრო ყველა ასაკობრივ კატეგორიაში შემცირებულია. სავარაუდოდ, ეს ცვლილება, საოჯახო საქმიანობაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ნივთების უფრო ხშირი მოხმარებითაა გამოწვეული.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა