ევროკავშირის მოსახლეობა მთავარ პრობლემად ტერორიზმსა და უმუშევრობას ასახელებს

საქართველო, თბილისი - 15:26 | 23.05.2018
ნანახია: 1271

ახალგაზრდების უმუშევრობა და ტერორიზმთან ბრძოლა უნდა იქცეს დებატების ძირითად საკითხად ევროპარლამენტის არჩევნების წინ. მიაჩნია ევროკავშირის ქვეყნის მოსახლეობის გამოკითხულთა უმრავლესობას. 

ევროკავშირის მოსახლეობის 49% მიიჩნევს ტერორიზმთან ბრძოლას პრიორიტეტულ ამოცანად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მიგრაციის პრობლემა მოსახლეობის 45 პროცენტისთვის. მოსახლეობის 42 პროცენტი შეშფოთებულია ეკონომიკური მდგომარეობით. კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და დემოკრატია ევროპარლამენტში სურთ იხილონ გამოკითხულთა მესამედ ნაწილს.

გამოკითხვა 2018 წლის აპრილში ჩატარდა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. მასში მონაწილეობა მიიღო 27 601 ადამიანმა. კვლევა ჩატარდა ევროპარლამენტის არჩევნების წინ, რომელიც 2019 წლის მაისში გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე