პრინცესა დიანას 6 მიუტევებელი შეცდომა, რომელმაც სამეფო ოჯახი შეურაცხყო

საქართველო, თბილისი - 14:23 | 23.05.2018
ნანახია: 6648

 

2002 წელს ბი ბი სის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პრინცესა დიანამ გამოჩენილ და დიდებულ ბრიტანელთა ასეულში მესამე ადგილი დაიკავა. თუმცა ამის მიუხედავად პრინცესას ბიოგრაფების თქმით, სამეფო ოჯახში მისი ცხოვრება დიდ სირთულეებს უკავშირდებოდა, თვითონ დიანა კი ისეთ მიუტევებელ შეცდომებს უშვებდა, რაც დიდი ბრიტანეთის ელიტის წარმომადგენლების პატივს ბღალავდა. ბიოგრაფებისა და ისტორიკოსების ერთი ნაწილი პრინცესა დიანას 6 შეცდომას გამოყოფს. 

ვერ ფარავდა ისტერიკებს

სამეფო ოჯახის წევრად გახდომის შემდეგაც პრინცესა დიანა ყურადღების დეფიციტს განიცდიდა. ორსულობის მესამე თვეში მან კიბიდან გადავარდნის ინსცენირება გაითამაშა, რის შემდეგაც შეწუხებული პრინცი ჩარლზი მას თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ჰარის გაჩენის შემდეგ პრინცესა მშობიარობისშემდგომ დეპრესიაში ჩავარდა, ყურადღების მისაქცევად კი სხეულზე დაზიანებები მიიყენა. 

фото

დიანა საკუთარ თავზე მუშაობას გაურბოდა, ის ყველას საკუთარ თავს აცოდებდა და თავისი გამოხტომებით სხვებსაც ტანჯავდა. ნერვიულობის ნიადაგზე მას ბულიმია განუვითარდა, რომლის შესახებაც მან 1995 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. გათხოვების შემდეგაც კი მას თავისი მშფოთვარე ხასიათის შეცვლა არც უფიქრია. 

фото

სათანადოდ არ აფასებდა მეტოქეს

დიანასთან ქორწინებამდე ჩარლზს კამილა პარკერ ბოულზი უყვარდა. დაქორწინების შემდეგაც ის თავის ძველ სიყვარულს გამუდმებით მისტიროდა. დაქორწინებისას 19 წლის დიანა ჩარლზზე 13 წლით უმცროსი იყო და გამოუცდელობის გამო ვერ შეძლო მასსა და ქმარს შორის არსებული უფსკრულის ამოვსება. 

 

фото

პრინცესა ხვდებოდა, რომ ჩარლზი მასთან ძალიან მოწყენილი იყო, მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ გამონახა გარდა იმისა, რომ კამილასა და ჩარლზს ინტრიგებს უწყობდა. დიანა გამუდმებით ამცირებდა და შეურაცხყოფდა მეტოქეს, მაგრამ მაინც ვერ გაეგო, რა იზიდავდა ჩარლზს კამილასადმი. 

фото

უყვარდა პრესის ყურადღება

ხშირად პრინცესა სკანდალურ ნაბიჯებს მხოლოდ იმის გამო დგამდა, რომ გამოცემების პირველ გვერდებზე გამოჩენილიყო. ერთხელ თამამად ჩაცმულმა დიანამ ჩარლზის დაბადების დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე გამომწვევად იცეკვა, ისე, რომ ჩარლზის დაბადების დღე ყველას დაავიწყდა. 

фото

დიდი გამოხმაურება მოყვა დიანასა და ჯონ ტრავოლტას ცეკვასაც, რაც პრესაში განხილვის თემად იქცა. პრინცესა დიანამდე სამეფო ოჯახის ჯერ არცერთ წარმომადგენელს ასეთი მოქცევის უფლება საკუთარი თავისთვის არასდროს მიუცია. 

фото

ხვდებოდა საყვარლებს

პრინცესას საყვარლების თემა დღემდე აქტუალურია. არსებობს მოსაზრება, რომ ჰარის მამა ჩარლზი არ არის, ამის დადასტურება კი მხოლოდ დნმ-ის ანალიზს შეუძლია. ბიოგრაფების ნაწილი დღემდე ფიქრობს რომ ჰარი დიანას საყვარელს ჯეიმს ჰიუიტს (მარცხნივ) ძალიან გავს. თავად განსაჯეთ. ეს მხოლოდ ბიოგრაფების აზრია. 

фото

სკანდალური ინტერვიუ

1995 წელს პრინცესა დიანამ ბი ბი სის გულახდილი ინტერვიუ მისცა. სადაც სამეფო ოჯახში გაუსაძლის ყოფაზე, ბულიმიაზე, ჩარლზთან დაშორებაზე და ინტრიგებზე ისაუბრა. "ჩემი თავი ამ ქვეყანაში დედოფლად ვერ წარმომიდგენია. ვისურვებდი, რომ ადამიანთა გულების დედოფალი ვიყო", - ამბობდა დიანა ინტერვიუში.

фото

ჩარლზის პირადი ცხოვრების შესახებ დიანას საუბრის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა განქორწინება მოითხოვა. ერთი წლის შემდეგ განქორწინების პროცესი დასრულდა. დიანამ 17 მლნ ფუნტი სტერლინგი მიიღო, მაგრამ დაკარგა ტიტული "მისი სამეფო უმაღლესობა". 

фото

აპირებდა გათხოვებას მუსულმანზე

ცნობილია ორი შემთხვევის შესახებ. როდესაც პრინცესა დიანა მზად იყო ისლამი მიეღო ბედნიერების მოსაპოვებლად. პირველ შემთხვევაში მისი გულის მოგებას ქირურგი ჰასნათ ჰანი ცდილობდა, მაგრამ ყველაფერი ისე დასრულდა, რომ დიანასთვის მას წინადადება არ შეუთავაზებია.

фото

ფუფუნებას შეჩვეული დიანა უზრუნველ ცხოვრებას ესწრაფვოდა. პრინცესას ყურადღება მიაქცია ეგვიპტელმა მილიარდერმა დოდი ალ-ფაიედმა, მაგრამ მათი რომანი მხოლოდ ორ თვეს გაგრძელდა. დოდი და პრინცესა დიანა პარიზში საშინელი ავტოავარიის დროს დაიღუპნენ.

фото

ძნელი წარმოსადგენია, როგორ განვითარდებოდა პრინცესა დიანას ცხოვრება ჩარლზთან დარჩენის შემთხვევაში. მისი ცხოვრების ამ ეპიზოდების შეფასება ბიოგრაფებისა და ექსპერტების მხოლოდ ერთ ნაწილს ეკუთვნის. საინტერესოა სხვა ისტორიკოსების მოსაზრებაც, რომლებიც სამეფო ოჯახში დიანას აუტანელი ყოფის მიზეზებად საპირისპირო აზრს აფიქისრებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე