მოსვლიდან 6 წლის თავზე ხელისუფლება მიხვდა, რომ ომი მზადდებოდა არა 2008 წელს, არამედ უფრო ადრე - პაატა დავითაია

საქართველო, თბილისი - 14:01 | 23.05.2018
ნანახია: 93

„ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, ხვედავთ, თუ რა განცხადებებს აკეთებს ხელისუფლება. მოსვლის პერიოდიდან 6 წლის თავზე მიხვდა ხელისუფლება, რომ ოკუპაცია მოხდა. გახსოვთ, ალბათ წინა განცხადებები, თითქოს, ომი საქართველოს მხარემ დაიწყო. 6 წლის თავზე მიხვდნენ, რომ ომი მზადდებოდა არა 2008 წელს, არამედ, უფრო ადრე, ამაზე უკვე იუსტიციის მინისტრიც საუბრობს. მოვწუოდებ მათ, რომ მიხვდნენ, ეს ომი არ გაჩერდება და რუსეთი, სანამ საქართველოს არ დაიპყრობს, როგორც ოკუპანტი ქვეყანა სანამ სრულ კონტროლს არ აიღებს, მანამდე არ გაჩერდება. თუ ამ დასკვნამდეც მივიდნენ, მათ საქმეები ძალიან კარგად წაუვათ“, - ასე გამოეხმაურა „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია სტრასბურგის სასამართლოში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმის განხილვას.

ცნობისთვის, სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) თავმჯდომარეობს. მოსამართლეებს შორის არის საქართველოს წარმომადგენელი – ლადო ჭანტურია, რუსეთს დიმიტრი დედოვი წარმოადგენს.

სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები დაიცავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე