ჩვენი პასუხი იმ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია 2008 წლის ომის დროს, არის სამართლებრივი - გოჩა ლორთქიფანიძე

საქართველო, თბილისი - 13:37 | 23.05.2018
ნანახია: 1222

სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ". 

ზეპირი მოსმენა დღეს, 23 მაისს იყო ჩანიშნული და ის უკვე დაიწყო. 

სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. 

დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს.

„გავამახვილებთ ყურადღებას ყველა ძირითად მტკიცებულებაზე. რაც მთავარია, ჩვენი პასუხი იმ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილ იქნა 2008 წლის ომის დროს, არის სამართლებრივი, რადგან ჩვენ სამართლებრივი და დემოკრატიული ღირებულებების სახელმწიფო ვართ. თუმცა, ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნება", - აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე