მშობლებმა 30 წლის უმუშევარი შვილი სასამართლოს ძალით სახლიდან გააგდეს

საქართველო, თბილისი - 13:22 | 23.05.2018
ნანახია: 1230

ნიუ-იორკის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ 30 წლის მაიკლ როტონდოს მშობლების სალში ცხოვრების უფლება არ აქვს. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

მაიკლ როტონდოს მშობლები აღშფოთებულნი არიან იმით, რომ  ის სახლის ქირას არ იხდის  და არსად მუშაობს. ცოლ-ქმარმა შვილს გასახლების უწყება წარუდგინა, საცხოვრებელი ფართის მოსაძებნად 1000 დოლარი შესთავაზა და სამუშაო ადგილების ვაკანსიებიც ურჩია.

მაიკლ როტონდომ სასამართლოში თავის გამართლება სცადა და განაცხადა, რომ ის თვითონ რეცხავს პირად ნივთებს და კერძებსაც დამოუკიდებლად ამზადებს. მამაკაცის თქმით, მას სინამდვილეში სამსახური აქვს - საკუთრი ბიზნეს, თუმცა ამის შესახებ საუბარი არ სურს.

მაიკლ როტონდო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რათა სახლიდან წასვლამდე კიდევ ერთი თვე მოიგოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე