დანიაში ათასი ნაწამები მეომრის ცხედრები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 11:35 | 23.05.2018
ნანახია: 1922

დანიელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ორი ათასწლეულის წინანდელი სამარხი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბარბაროსებსა და რომაელებს შორის  არსებულ სისასტიკეს. სამარეში ათასამდე ადამიანის ცხედრების ნაწილები იყო მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

მასობრივი სამარხი წარმოადგენს მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის დადასტურებას, რომელიც დამარცხებული მტრის მიმართ სისასტიკის დემონსტრირებას ახდენს. სამარეში დასაფლავებული ადამიანები არაადამიანური სისასტიკით იყვნენ მოკლულნი.

რომის სახელმწიფო ჩვენს ერამდე 753 წლიდან ახალი წელთაღრიცხვით 576 წლამდე არსებობდა. ის თავისი არსებობის განმავლობაში გამუდმებით ებრძოდა მრავალრიცხოვან გერმანულ ტომებს, რომლებიც მის ექსპანსიას წინ ეღობებოდნენ. რომის იმპერიის დასუსტებისას, ბარბაროსები სულ უფრო მძიმე დარტყმებს აყენებდნენ მოწინააღმდეგეს, რამაც საბოლოოდ იმპერიის ნგრევა გამოიწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე