პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქორწილის შემდეგ ოფიციალურ ღონისძიებაზე პირველად გამოჩნდნენ

საქართველო, თბილისი - 10:53 | 23.05.2018
ნანახია: 1598

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი, რომელიც ახლა უკვე სასექსის ჰერცოგინიას ტიტულს ატარებს, საქორწინო ცერემონიის შემდეგ ოფიციალურ ღონიძიებაზე პირველად გამოჩნდნენ.

სამეფო წყვილი ბუკინგემის სასახლის ბაღში გამართულ მიღებაზე იმყოფებოდა. პრინცი ჰარი სიტყვით გამოვიდა და დამსწრე საზოგადოება გაამხიარულა ფუტკრის შესახებ კომენტარით, რომელიც მის გარშემო დაფრინავდა და პრინცს არ შორდებოდა.

 „ამ ფუტკარმა ნამდვილად თავი მომაბეზრა“, - აღმოხდა პრინცს.

ბუკინგენის სასახლის ბაღში მიღებამ  ის ღონისძიებები გახსნა, რომელიც ტახტის მემკვიდრე პრინც ჩარლზს ეძღვნება. ღონისძიებები ნოემბრამდე გასტანს, როდესაც ჩარლზს 70 წელი შეუსრულდება. მიღებას 6 ათასი სტუმარი ესწრებოდა, რომელთა უმრავლესობაც საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე