სტუმრად გვყავს მარიამი... ის ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს - გიორგი გაბუნია

საქართველო, თბილისი - 10:32 | 23.05.2018
ნანახია: 3273

“შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ ცოცხალი დარჩება  და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემაზე” - ამ სიტყვებით დაიწყო გიორგი გაბუნიამ გადაცემა "არჩევანი", რომელიც ეხებოდა მმართველი პარტიის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას შემოქმედებითი ნაწარმოებებზე შესაძლო "ცენზურის" გავრცელებას.

მმართველი გუნდის ინიციატივით, "კულტურის შესახებ" საქართველოს კანონსა და "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილებები შევა, რითაც სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის სხვა ადამიანის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს ლახავს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე