იტალიაში საქართველოს მოქალაქე რესტორნის მფლობელის ცემისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:02 | 23.05.2018
ნანახია: 1280

იტალიაში საქართველოს მოქალაქემ რესტორნის მფლობელს სცემა. ამის შესახებ ცნობას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ინციდენტი ქალაქ მოდენას ცენტრში მოხდა. თვითმხილველთა თქმით, უცნობი მამაკაცი, რომელიც ნასვამი იყო და სახეზე სისხლიანი ჭრილობა აღენიშნებოდა, ქალაქის ქუჩებში დადიოდა, ყვიროდა და აგრესიულად იქცეოდა. მან რამდენიმე ბინაში კარის შემტვრევა სცადა და სამი ავტომობილი დააზიანა. ამის შემდეგ, მამაკაცის დასამშვიდებლად რესტორნის მფლობელი გამოვიდა, თუმცა საქართველოს მოქალაქემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მოქალაქეებმა პოლიცია გამოიძახეს. საქართველოს მოქალაქემ დაკავების დროს სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. გამოძიების ცნობით, მოქალაქე იტალიაში ლეგალურად იმყოფებოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე