დღეს სტრასბურგის სასამართლოში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ზეპირი მოსმენა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 09:58 | 23.05.2018
ნანახია: 1298

სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)". ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 23 მაისსაა ჩანიშნული. როგორც ქართული მხარის ადვოკატის ბენ ემერსონის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, 22 მაისს, ქართულმა დელეგაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ადვოკატის სიტყვა კიდევ ერთხელ მოისმინეს და ზეპირ განხილვამდე ერთი დღით ადრე ყველა დეტალი საბოლოოდ დააზუსტეს.

„ჩვენ, მოსამართლეები, იურისტები, ორივე მხარეს ყველა კარგად ვაცნობიერებთ იმ მძიმე პასუხისმგებლობას, რომელიც გვეკისრება. ამ პროცესში ჩვენ მხარს გვიჭერდა იუსტიციის სამინისტროს იურისტების შესანიშნავი გუნდი, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობდა იმ მტკიცებულებისა და მასალების  მაქსიმალურად მოპოვებაზე, რასაც უნდა უზრუნველეყო სასამართლოს სრული მზადყოფნა სამართლიანი შედეგის მისაღწევად. და სწორედ ამის იმედი გვაქვს ხვალინდელი პროცესის შედეგად", − აცხადებს ბენ ემერსონი, ქართული მხარის ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე