ლარი გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:38 | 22.05.2018
ნანახია: 1296

22 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.4438 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც მოქმედებდა, 2.4365 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.73 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8869 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8641 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.28 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5319 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2881 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 23 მაისიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე