ქორწინება არარომანტიკულია - 57 წლის ჰიუ გრანტმა დაქორწინება მაინც გადაწყვიტა

საქართველო, თბილისი - 16:58 | 22.05.2018
ნანახია: 1133

ჰოლივუდის 57 წლის მსახიობმა ბოლოსდაბოლოს გადაწყვეტილება მიიღო და თავის სამი შვილის დედაზე ანა ებერშტეინზე ქორწინდება.

ქორწინების შესახებ ცნობა გაჩნდა კენსინგტონისა და ჩელსის რაიონულ სარეგისტრციო ოფისში, რომელიც ლონდონში მდებარე წყვილის სახლთან ახლოს მდებარეობს.  The Sun-ის ინფორმაციით. ქორწილი ერთი თვის განმავლობაში უნდა გაიმართოს. გრანტის ცოლი 39 წლის ტელეპროდიუსერია შვედეთიდან, რომელსაც ის 2012 წლიდან ხვდება.  

წყვილი სამ შვილს ზრდის. 2012 წელს მათ ვაჟი ჯონი შეეძინათ, 2015 წელს კი ქალიშვილი, რომლის სახელიც გასაიდუმლოებულია, ისევე როგორც 2018 წლის მარტში დაბადებული მესამე ბავშვის სახელი და სქესი.

ებერშტეინთან საერთო შვილების გარდა გრანტს ოთხი წლის ქალიშვილი ტაბიტი და ვაჟი ფელიქსი ყავს, რომლებიც მას ჩინელ ტინგლან ჰონგთან რომანის დროს შეეძინა.

მანამდე ჰიუ ხვდებოდა მსახიობებს სანდრა ბალოკს, ელიზაბეტ ჰერლისა და უამრავ სხვა ქალს.

 „მეგობრებიდან არავის ეგონა, რომ ეს დღე ოდესმე დადგებოდა. ის მალე პენსიონერი და ამასთან ერთად მეოჯახეც გახდება“, - განუცხადა გამოცემას მსახიობის ახლო მეგობარმა.

უნდა აღინიშნოს, რომ თავის ინტერვიუებში გრანტი არაერთგზის აცხადებდა, რომ არასდროს დაქორწინდებოდა, რადგან მისი თქმით, ქორწინება სულ არ არის რომანტიკული.

 „ვინ თქვა, რომ ადამიანს შეუძლია მონოგამურ კავშირში ორმოცი წლის განმავლობაში დარჩეს? მხოლოდ ბიბლიამ? ეს იდეა არასდროს მომწონდა. ქორწინება არარომანტიკულად მეჩვენება“, - ამბობდა გრანტი.

ამასთან ის დარწმუნებული იყო, რომ ყოველდღიური საქმეები ხანგრძლივი ურთიერთობის პირობას წარმოადგენდა. „აღფრთოვანებული ვარ ფრანგებითა და იტალიელებით, რომლებიც მოთმინებით ეკიდებიან ქორწინებას. ისინი არ ამაყობენ ამით, მშვიდად ცხოვრობენ თავიანთ მეორე ნახევრებთან მრავალი წლის განმავლობაში“, - ამბობდა გრანტი.

მსახიობის მეგობრები ვარაუდობენ, რომ ჰიუ გრანტზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა ჯორჯ ქლუნმა, რომელიც ქორწინებას ისე გაურბოდა, როგორც ცეცხლს, ვიდრე თავისი ცხოვრების მთავარ სიყვარულს ამალ ალამუდინს არ შეხვდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე