ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, კანონპროექტზე შესაძლოა უმრავლესობაში კენჭისყრა ჩატარდეს

საქართველო, თბილისი - 14:38 | 22.05.2018
ნანახია: 834

ნარკოპოლოტიკასთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტზე უმრავლესობაში შესაძლოა კენჭისყრა ჩატარდეს და ისე იქნას გადაწყვეტილი რომელი პროექტის განხილვა დაიწყოს პარლამენტმა.

ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდა, თუმცა აცხადებს, რომ ცალკეულ საკითხებზე მსჯელობა ისევ გაგრძელდება. ის არ აკონკრეტებს რომელი საკითხები დარჩა დაუზუსტებელი, თუმცა ამბობს რომ უმრავლესობას გადაწყვეტილება უახლოეს დღებში აქვს მისაღები, რადგან 7 ივნისიდან პარლამენტმა უკვე კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს.

„მანამდე შეხვედრები გაგრძელდება, თუმცა ეს უსასრულოთ ვერ მოხდება და ჩვენ წერტილი უნდა დავუსვათ დისკუსიას“ - აცხადებს აკაკი ზოიძე.

შეგახსენებთ რომ დღეს ქართული ოცნების ოფისში აღნშნულ პროექტთან დაკავშირებთ უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, თუმცა მას კომენტარი ამ საკითხთან არ გაუკეთებია. აკაკი ზოიძის მიერ მომზადებული პროექტი, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს მომხმარებელთა მიმართ, თუმცა გამსაღებლების მიმართ სანქციები უნდა გამკაცრდეს. ამასთან გათვალისწინებულია ნარკომომხმარებლების მიმართ მზრუნველობის პოლიტიკა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე