პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის ოფიციალური ფოტოები გამოქვეყნდა

საქართველო, თბილისი - 12:03 | 22.05.2018
ნანახია: 1532

 

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის ოფიციალური ფოტოები კენსინგტონის სასახლის "ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნდა.

ცნობილია, რომ ფოტოები ფოტოგრაფ ალექსი ლუბომირსკის ეკუთვნის. ფოტოსესია უინძორის სასახლეში ოფიციალური ცერემონიის შემდეგ შედგა. პირველ ფოტოზე წარმოდგენილია მთელი სამეფო ოჯახი. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეორე ფოტოზე ახალდაქორწინებულები ბავშვების გარემოცვაში არიან აღბეჭდილნი. 

 

ოფიციალურ განცხდებაში ნათქვამია, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ყველა სტუმარს მადლობას უხდის. მათი მადლობა იმათაც დაიმსახურეს, ვინც სამეფო ქორწილს თვალს ტელევზიების საშუალებით ადევნებდა. 

ქორწილი უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე