საპარლამენტო უმრავლესობა "ქართული ოცნების" ოფისში ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მსჯელობს

საქართველო, თბილისი - 10:33 | 22.05.2018
ნანახია: 708

 

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობა იკრიბება, სადაც ნარკოპოლიტიკის საკითხებზე უნდა გაიმართოს მსჯელობა.

როგორც ცნობილია, უმრავლესობის სხდომას დაესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. დეპუტატები აცხადებენ, რომ ისინი გაივლიან ყველა სადაო საკითხს და უმრავლესობის შეჯერებული პოზიცია სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ნარკოპოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებელთა მიმართ ლიბერალურ მიდგომას, ხოლო გამსაღებელთა მიმართ ზომების გამკაცრებას და ასევე ორიენტირებულია მომხმარებელთა მზრუნველობაზე, ჯერ კიდევ შარშან შემუშავდა.

მისი ავტორია უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. თუმცა პროექტთან დაკავშირებით უმრავლესობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, რის გამოც პროექტის მიღება დღემდე ვერ ხერხდება. პროექტის მიღებისათის განსაზღვრულმა ვადამ ბოლოს, 7 მაისს, ერთი თვით გადაიწია და 7 ივნისს პარლამენტმა პროექტის განხილვა უნდა დაიწყოს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე