მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მიწისძვრა 58 წლის წინ ჩილეში მოხდა

საქართველო, თბილისი - 10:31 | 22.05.2018
ნანახია: 1899

მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მიწისძვრა ჩილეში ვალდივიას პროვინციაში 1960 წლის 22 მაისს მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე შეადგენდა 9.5 ბალს.

ეს მიწისძვრა უდიდესია ისტორიაში რაც ხელსაწყოებს აქვს დაფიქსირებული.

მიწისძვრამ იმსხვერპლა 2000 ადამიანი, დაშავდა 3000, ხოლო საცხოვრებლის გარეშე დარჩა 2 მილიონი.

ქვეყანამ 550 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა. მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ცუნამი თავს დაატყდა ჰავაის სანაპიროს და 61 ადამიანი იმსხვერპლა. ამ მიწისძვრით გამოწვეულმა უზარმაზარმა ზღვის ტალღებმა იაპონიამდეც მიაღწია, სადაც 138 ადამიანი დაიღუპა.  დაზარალდა ფილიპინებიც.

ორი დღის შემდეგ მიწისძვრის გავლენით, გააქტიურდა ვულკანი პუეიუეეც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე