ლეონარდო დი კაპრიო ამერიკის პრეზიდენტის როლს შეასრულებს

საქართველო, თბილისი - 16:23 | 18.05.2018
ნანახია: 1294

ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო ამერიკის მე-18 პრეზიდენტის ულის გრანტის როლს შეასრულებს სტივენ სპილბერგის ფილმში.

აქამადე დი კაპრიო და სპილბერგი ერთად მუშაობდნენ ფილზმე „დამიჭირე თუ შეგიძლია“, რომელიც ეკრანებზე 2002 წელს გამოვიდა. ახალ ფილმში, რომელსაც სტუდია Lionsgate-ში გადაიღებენ, დი კაპრიო პროდიუსერის რანგშიც მოგვევლინება.

გადაღების ვადები უცნობია. ამ დროისათვის სპილბერგი მუშაობს კიდევ ერთ ახალ ფილმზე ინდიანა ჯონსის შესახებ.

ლეონარდო დი კაპრიო ამჟამად ემზადება კვენტინ ტარანტინოს ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“ მონაწილეობისათვის. კინოსურათში მასთან ერთად ასევე დაკავებულები იქნებიან მარგო რობი და ბრედ პიტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე