საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ტურისტულ ზონებში პატრულირებას დაიწყებენ - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 15:36 | 18.05.2018
ნანახია: 1578

„ორშაბათიდან, საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი ტურისტულ ზონებში პატრულირებას დაიწყებს“, - განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, საპატრულო ქვეით ქვედანაყოფებს ყოველთვიურად, 20 ეკიპაჟი დაემატება. ისინი თბილისში ტურისტულ ლოკაციებს გააკონტროლებენ.

„ჩათვალეთ, ეს ე.წ. ტურისტული პატრულის მსგავსია, ეს იქნება ეფექტური, მიეხმარება როგორც მართლწესრიგის დაცვას, ასევე მომსახურებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სტუმრობენ“, - განაცხადა გახარიამ.

გახარია პლენარულ სესიაზე სამ საკითხზე ისაუბრებს. პირველი საკითხი 2018 წელს შსს-ში გაწეულ სამუშაოების შედეგებს ეხება. მეორე საკითხია შსს-ში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრი ისაუბრებს, 2018 წლის 12 მაისს კლუბებში „ბასიანსა“ და „ კაფე გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე