უიტნი ჰიუსტონზე ბავშვობაში მისი ბიძაშვილი გოგონა ძალადობდა - დოკუმენტური ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე

საქართველო, თბილისი - 15:34 | 18.05.2018
ნანახია: 1782

 

პოპ-შემსრულებელი უიტნი ჰიუსტონი თავისი ახლო ნათესავის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამის შესახებ კევინ მაკდონალდის დოკუმენტურ ფილმშია მოთხრობილი, რომლის პრემიერაც კანის ფესტივალზე შედგა. ტრეილერი „უიტნი“ YouTube-არხ JoBlo Movie Trailers-ზე გავრცელდა.

ფილმი შეიცავს ჰიუსტონის ნათესავების ინტერვიუებს, რომლებიც მომღერლის პირად ცხოვრებაზე ღიად საუბრობენ. როდესაც უიტნი პატარა იყო, მასზე ბიძაშვილი გოგონა დი დი ვარვიკი ძალადობდა. უიტნიზე ასევე ძალადობდა მისი ნახევარძმა გერი ჰიუსტონიც.

უიტნი ჰიუსტონი 48 წლის ასაკში ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა. მომღერლის სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჭარბი დოზა გახდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე