"პატრიოტთა ალიანსი" „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია და რუსული დაკვეთის პირდაპირ შემსრულებელი ძალაა - სალომე სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:35 | 18.05.2018
ნანახია: 1090

“პატრიოტთა ალიანსი” ქვეყანაში რუსული დაკვეთის პირდაპირ შემსრულებელი ძალაა, - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ტრაგედიაა არის არა ის, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ რუსული ინტერესების გამტარებელია, არამედ ის, რომ ისინი რეალურად „ქართული ოცნების“ სატელიტ პარტიას წარმოადგენს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად მსგავსი განცხადებები გვესმის, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და საკუთარ სახელმწიფოს ოკუპაციის განხორციელებაში ადანაშაულებს. ამიტომ „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან მსგავსი განცხადებები არ გვიკვირს და ყველა განცხადება ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია დააზიანოს, ხელი შეუშალოს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ფუნდამენტური დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს”, – დასძინა სამადაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე