ფეიქრების ქუჩაზე მამაკაცი ავტომობილის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:39 | 18.05.2018
ნანახია: 874

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტოავარია მოხდა. ფეხით მოსიარულე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე