ქუთაისში დის მკვლელობისთვის ქალი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:08 | 18.05.2018
ნანახია: 795

ქუთაისში დამ და მოკლა. 

არსებული ინფორმაციით, დაღუპულს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს – 11 პრიმა 108-ე, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე