ტრამპმა არალეგალ იმიგრანტებს ცხოველები უწოდა

საქართველო, თბილისი - 16:57 | 17.05.2018
ნანახია: 846

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არალეგალ იმიგრანტებს ცხოველები უწოდა. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Le Figaro წერს.

კალიფორნიაში შექმნილი სიტუაციის ირგვლივ მრგვალ მაგიდასთან შტატის ხელისუფლებასთან საუბრისას ტრამპმა საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების Mara Salvatrucha-ს სისასტიკე დაგმო. ამ დაჯგუფების წევრები ხშირად არალეგალი იმიგრანტები ხდებიან.

„ჩვენ მათ ქვეყნიდან აქამდე არნახული ტემპებით ვაძევებთ. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად სულელები არიან ეს ადამიანები... ისინი ადამიანები კი არა, ცხოველები არიან“, - განაცხადა ტრამპმა. პრეზიდენტს არ დაუზუსტებია ვის გულისხმობდა - არალეგალ იმიგრანტებსა თუ ბანდის წევრებს.

2018 წლის 1 იანვრიდან კალიფორნია ოფიციალურად გახდა იმიგრანტებისთვის თავშესაფარი შტატი. ოქტომბერში მიღებული მდგომარეობის თანახმად, პოლიციელებს ეკრძალებათ ადამიანების იმიგრაციული სტატუსის გარკვევა. ოლქის შერიფის განცხადებით, ეს ადამიანები შესაძლოა კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ.

შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა ქვეყნის იმიგრაციული კანონების გამკაცრების პირობა დადო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე