მეგან მარკლის მამა ქალიშვილისა და პრინც ჰარის ქორწილს ვერ დაესწრება

საქართველო, თბილისი - 16:35 | 17.05.2018
ნანახია: 1361

მეგან მარკლის მამა ტომას მარკლი ქალიშვილისა და პრინც ჰარის სამეფო ქორწილს ვერ დაესწრება. ამის შესახებ კენსინგტონის სასახლეში პრინცის საცოლეზე დაყრდნობით განაცხადეს.

 „სამწუხაროდ, მამაჩემი ჩვენს ქორწილს ვერ დაესწრება. მე ყოველთვის ვზრუნავდი მამაზე და ვიმედოვნებ, რომ მას მიეცემა შესაძლებლობა თავის ჯანმრთელობაზე იფიქროს. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას,  ვინც გამომიგზავნა მხარდაჭერის კეთილი სურვილები. გთხოვთ, იცოდეთ, თუ რა მოუთმენლად ველოდებით მე და ჰარი თქვენთან ერთად გავიზიაროთ სიხარული შაბათს ჩვენთვის განსაკუთრებულ დღესთან დაკავშირებით“, - განაცხადა მეგანმა.

ტომას მარკლი ამჟამად მექსიკაში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ გულის შეტევა გადაიტანა, რის შემდეგაც ექიმებმა პაციენტისთვის სასწრაფო ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტეს. ახლა მას რეაბილიტაციის პერიოდი აქვს.

პრინც ჰარის საცოლის მეგან მარკლის კაბას Ralph & Russo კერავს, მისი ღირებულება 135 ათას დოლარზე მეტს შეადგენს. პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი სავარაუდოდ 45 მლნ დოლარი დაჯდება. თანხის ძირითადი ნაწილი უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოხმარდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე