ევროკომისიამ ჰაერის დაბინძურებისთვის ევროკავშირის 6 ქვეყანას უჩივლა

საქართველო, თბილისი - 16:17 | 17.05.2018
ნანახია: 879

ევროკომისიამ ევროკავშირის სასამართლოში 6 ქვეყანას - საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, უნგრეთსა და რუმინეთს ჰაერის დაბინძურებისთვის უჩივლა.

 „ევროკომისიამ დაიწყო ლეგალური პროცედურები ევროპის იუსტიციის  სასამართლოში ექვსი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლებმაც ჰაერის დაბინძურების დასაშვები ნორმები დაარღვიეს“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ამის გარდა ლუქსემბურგმა მიიღო უწყება ამ ნორმების დარღვევის შესახებ, რაც სასამართლოში საქმის გადაცემის წინასწარ ღონისძიებას წარმოადგენს.


განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობის შესახებ ევროკავშირის ნორმები დაარღვიეს, იტალია, უნგრეთი და რუმინეთი კი სასამართლოს წინაშე ჰაერში მყარი ნაწილაკების გაფრქვევის ნორმების დარღვევისთვის წარდგებიან.
სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქვეყნებს ჯარიმა ემუქრებათ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე