ჩვენ უკვე ორი წელია ერთად ვართ - გუფი ქეთა თოფურიასთან რომანის შესახებ ალაპარაკდა

საქართველო, თბილისი - 15:43 | 17.05.2018
ნანახია: 2057

იმ დროს, როცა თაყვანისმცემლები ჯერ კიდევ აქტიურად განიხილავენ რუსული ჯგუფ “ა სტუდიოს“ სოლისტის ქეთა თოფურიას ქმართან განქორწინების ამბავს, რეპერმა გუფმა გადაწყვიტა მომღერალთან ურთიერთობები აღარ დამალოს.

 ვარსკვლავები ხან კურორტზე ერთად იღებენ ფოტოებს, ხან რეპერი ქეთას საჯაროდ უხსნის სიყვარულს, თოფურია კი ყველგან აღნიშნავს, რომ მისი პირადი ცხოვრება ყვავის და ძალიან ბედნიერია.

ცოტა ხნის წინ კი Vivaro News-სთან ინტერვიუში გუფმა თავისი პირადი ცხოვრების დეტალებზე  ისაუბრა. „ამჟამად ახალი სიყვარული მაქვს. ახალი არც ითქმის, ჩვენ უკვე ორი წელია ერთად ვართ. ახლა ჩემს ცხოვრებაში ბევრი სიახლეა. გავხსენი მაღაზია, ვცხოვრობ ქალაქგარეთ და მაქვს ბაღი“, - განაცხად რეპერმა და აღიარა, რომ მხოლოდ  ხანგრძლივი ურთიერთობები აინტერესებს და არ მალავს რომ ეჭვიანია.

ქეთა თოფურიასა და გუფის რომანის შესახებ ცნობილი ორი წლის წინ გახდა, როდესაც პაპარაცებმა ჯერ კიდევ გათხოვილი მომღერალი ტაილანდში რეპერთან ერთად დააფიქსირეს. წყვილი ვილაში დროს მხიარულად ატარებდა.

თუმცა მაშინ ორივე თავს იმართლებდა და აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფი იყო. მაგრამ მალე ქეთ თოფურიას ქმარმა განქორწინებაზე განცხადება შეიტანა, რეპერი კი მეგობარ გოგონას დაშორდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე