ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ ბრიტანეთს ქაოსი ელოდება - ექსპერტები

საქართველო, თბილისი - 15:12 | 17.05.2018
ნანახია: 874

სპეციალისტების პროგნოზებით დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ ფინანსური კრახი მეორე მსოფლიო ომის შედეგებს გაუთანაბრდება.

ელისაბედ მეორემ ტახტი მემკვიდრეობით 1952 წელს მიიღო. მისი მმართველობის პერიოდში დიდ ბრიტანეთში 13 პრემიერ-მინისტრი, აშშ-ში კი 13 პრეზიდენტი შეიცვალა. ამჟამად დედოფალი 92 წლისაა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ  12 დღის განმავლობაში ბრიტანეთში ცხოვრება შეჩერდება და ეს ქვეყანას მილიარდები დაუჯდება.

საბირჟო ბაზრები და ბანკები სავარაუდოდ დაიხურება.

Business Insider-ი წერს, რომ  დაკრძალვა და შემდგომი მეფედ კურთხევა დასვენების დღეებად გამოცხადდება, რაც ქვეყნის ბიუჯეტს ასევე ძვირად დაუჯდება.

ბრიტანეთის მოსახლეობის უმეტესობა დედოფლის გარეშე არასდროს უცხოვრია. გამოცემა ირწმუნება, რომ სავარაუდოდ, მისი სიკვდილის შემდეგ BBC-ი ყველა კომედიურ შოუს შეაჩერებს. ამის გარდა შესაძლებელია სახელმწიფო ჰიმნის ტექტსიც კი შეიცვალოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე