დასახელდა ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული

საქართველო, თბილისი - 14:47 | 17.05.2018
ნანახია: 1625

ბრიტანელი ექიმი რანგან ჩატერჯი ამტკიცებს, რომ ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული ბროკოლია. მისი რჩევით ბოსტნეულის ეს სახეობა კვების ყოველდღიურ რაციონში უნდა ჩავრთოთ.

სპეციალისტი ირწუნება რომ ბროკოლი ბოსტნეულის „მეფეა“, რადგან არ მოიძებნება მეორე პროდუქტი, რომელიც ასე სასარგებლოდ იმოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.

უხვი ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყალობით, ბროკოლი ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, აძლიერებს გულსა და სისხლძარღვებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ებრძვის დეპრესიას და ამცირებს ინფარქტის რისკს.

ამის გარდა დადგენილია, რომ ეს ბოსტნეული კიბოს ცალკეული სახეობების (სარძევე ჯირკვლების, ნაწლავების) შესაძლო განვითარებას ხელს უშლის.

ბროკოლში შემავალი А, В და РР ჯგუფის ვიტამინები ორგანიზმს ეხმარება ჭრილობებისა და წყლულების მოშუშებაში. მიკროელემენტები კი ფრჩხილებსა და თმებს ამაგრებს.

ხოლო ენდორფინები, რომელსაც ასევე შეიცავს ეს ბოსტნეული, არეგულირებს ნერვულ სისტემას და ადამიანს დეპრესიისგან იცავს.

ექწიმები მიიჩნევენ, რომ ბროკოლის შეზღუდვა რაციონში მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის დასაშვები, რომლებსაც კუჭის მაღალი მჟავიანობა აწუხებთ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე