ოჯახია საფუძველი სახელმწიფოსი და შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახები - ილია მეორე

საქართველო, თბილისი - 14:20 | 17.05.2018
ნანახია: 231

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა

მისი თქმით, ოჯახი სახელმწიფოს საფუძველია.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს –  ამაღლებას უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი.

სიხარული გაუგებარია, როცა საყვარელი პიროვნება გშორდება შენ, მაგრამ მოციქულებს მუდამ ახსოვდათ – „მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულისა“, დღესაც მაცხოვარი ჩვენი ჩვენთან არს. მადლობა უფალს დიდი წყალობისთვის.

დღეს კიდევ ერთი დღესასწაულია ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე. ოჯახია საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახები“, – აღნიშნა მან.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე