ბუფონმა ფეხბურთიდან წასვლა გადაიფიქრა

საქართველო, თბილისი - 13:50 | 17.05.2018
ნანახია: 1469

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა, კარიერა “ლივერპულში“ გააგრძელოს. ტრანსფერის შემთხვევაში ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მასთან კონტრაქტს ერთი წლის ვადით გააფორმებს.

როგორც Football Italia წერს, 40 წლის ფეხბურთელი მზად არის სპორტში დარჩეს, რათა კიდევ ერთხელ სცადოს ჩემპიონთა ლიგის მოგება. ამის გარდა, ბუფონის გადასვლით ძლიერ არის დაინტერესებული „ლივერპულის“ ტრენერი იურგენ კლოპი.

როგრც ცნობილია, ბუფონის აგენტმა ლეგენდარული მეკარის ფეხბურთიდან წასვლა და გამოსათხოვარი პრეს-კონფერენცია დააანონსა. მისი თქმით, „იუვენტუსის“ კაპიტანი კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულებს.

ჯანლუიჯი ბუფონი ევროპელ ფეხბურთელებს შორის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია. მან იტალიის საფეხბურთო ნაკრების მაისური 175-ჯერ მოირგო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე